სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ვიზიტი

ერთი თვის წინ მეგობრის დედის სადამრიგებლო სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუოროში ექსკურსიაზე მიდიოდა და მე და ანიც დაგვპატიჟეს. რა თქმა უნდა, შემოთავაზება დიდი სიხარულით მივიღე და 24 იანვარს, სამშაბათს, 6 გაკვეთილის შემდგომ პირდაპირ ბაგებისაკენ ავიღეთ გეზი. მე–10 კლასელებიდან რამდენიმეს ვიცნობ, მმაგარი ხალხია, ამიტომ “უცხო ხალხთან” ურთიერთობის დამყარება დიდად არ გამჭირვებია, მითუმეტეს რომ მათთან ერთედ უკვე რამდენჯერმე მომიწია პროექტებში მონაწილეობა. ჰოდა, გზაში კარგად ვიხალისე და დადებითი ენერგიით ‘შევივსე”.

სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიურო ვაკეში, ბაგების მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. როგორც ჩემმა დაკვირვებამ აჩვენა, იგი აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით და აქვს საკმაოდ მაღალი ხარისხის მომსახურება. ინფრასტრუქტურაზე და შენობის ინტერიერსა და ექსტერიერზე აღარაფერს ვამბობ.

ჩვენი ექსკურსია ითვალისწინებდა ბიოლოგიური კვლევების და კრიმინალისტიკის დეპარტამენტების დათვალიერებას და გაცნობას. ბიოლოგიური კვლევები მე5 სართულზეა განლაგებული და მოიცავს რამდენი ფლიგელს, რომლებშიც ინახება როგორც ცოცხალი, ისე გარდაცვლილ ადამიანთა ბიოლოგიური მასალები: სისხლი, ნერწყვი, სპერმა, შარდი, თმა და ა.შ. ყველა ლაბორატორიაში შესვლის უფლება არ მოგვცეს, რადგან იქ მაქსიმალურად იზლოირებულ გარემოში ტარდება კვლევები. ბოლოს ბიბლიოთეკაში დავსხედით, სადაც გიდმა სლაიდების საშუალებით აგვიხსნა, თუ როგორ ხდება ადამიანებს შორის გენეტიკური კავშირის დადგენა. კონფერენცია საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. ბავშვები კითხვებს უსვამდნენ, გიდი კი საკმაოდ ამომწურავ და კომპეტენტურ პასუხებს სცემდა.

მე–6 სართულზე კრიმინალისტიკის დეპარტმენტია, როგორც უკვე გითხარით. აქ უკვე ორი სხვა გიდი გაგვიძღვა, ჯერ დაქტილოსკოპიის არსი გავიგეთ ((თითის ანაბეჭდები), შემდეგ საბუთების გამომკვლევი განყოფილება მოვინახულეთ. იმდენად გავერთე და დავინტერესდი, რომ ერთი პირობა, იმასაც ვფიქრობდი, დაქტილოსკოპი ხომ არ გამოვიდე მეთქი :) , მაგრამ ყველაფერი ისე მარტივად არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თითოეული ეს პროფესია საკმაოდ კარგ და ღრმა მეცნირულ საგანთა ცოდნას მოუიითხოვს. (ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ისტორია)

in conclusion, ყველაფრით კმაყოფილი ვარ უკიდურესად და ბედნიერი, რომ ასეთი შანსი მომეცა. სიამოვნებით წავიდოდი კიდევ ერთხელ, მაგრამ ერთჯერ სანახავადაც ღირს ექსპერტიზის ბიუროში ვიზიტი.

p.s. ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, ისაა, რომ მორგში არ შეგვიყვანეს :(

who cares?! the’re all lying bastards!

პირდაპირ გასაოცარია ხალხის ამგვარი დამოკიდებულება საკითხების მიმართ. აბსოლუტურად ყველაფერ ფეხებზე კიდიათ! მხოლოდ საკუთარ პრობლემებზე საუბარი არ მიაჩნიათ დროის ფლანგვად. მეგობრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევაზე დახარჯული ორი წუთი და 0.00019 კჯ ენერგია კი სრულიად არაქმდითი უსარგებლო საქციელი… არ ვიცი, იქნებ, მხოლოდ ჩემ გარშემო იყრის თავს ამდენი “მეფე მზის” ოჯახისებრთა წარმომადგენელი ცხოველი (!) და დანარჩენი სამყარო გაცილებით ლიბერალურია, მაგრამ… უკვე მაგაშიც მეპარება ეჭვი.. ქვემოთ – ქვესკნელი, ცაში – გველები, მიწაზე – ადამიანები… ნუთუ ამ დონემდე დაეცა კაცობრიობა, რომ დღეს აი, ასეთი სურათი გვაქვს?! დღევანდელი რეალობა რაღაცით ზიუსკიდის “პარფიუმერში” რომ ბოლო ნაწილია, იმას მაგონებს… საყოველთაო ორგია, ნამდვილი ჯოჯოხეთი, ყოველგვარ საღად აზროვნება დაკარგული და აღვირახსნილი ხალხის მასა… შემდგომ ჟან ბატისტ გრენუის კანიბალისტური სიკვდილი და ისევ გაცხოველებული, თვითგადარჩენის ინსტიქტით შეპყრობილი ბრბო, რომელსაც ძნელია, უწოდო “საზოგადოება”…

საშინელებაა, ყველგან მხოლოდ პრობლემები, ხალხი, რომელიც გაიძულებს, მოუსმინო, რჩევა მისცე, დაამშვიდო, გაუგო. ხალხი, რომელსაც არ აინტერესებს შენი მორალური მდგომარეობა, რომელიც მხოლოდ ითხოვს და ფეხზე კიდიხარ. რომლისთვისაც მხოლოდ ნარკოდილერი, დროებითი მეგობარი და ნაღველის გასაქარვებელი საუკეთესო საშუალება ხარ, რომელიც გისმენს, გიგებს, რჩევას გაძლევს, ის ითრგუნება, შენ კარგად ხდები, მიდიხარ და მას მარტო ტოვებ ამ ქაოსში, მელანქოლიასა და სრულ უიმედობაში….

ყველგან ხალხიიი! ენერგოვამპირები, მატყუარები, აფერისტები, მერკანტილისტები, ბევრი ხალხი! თითქმის ბრბო…
ეს ყველაფერი ჰო, მაგრამ, რატომ?!

მიმართვა ადამიანებს:

ადამიანნო, რამ გამოგასირათ?! თან ყველა ერთდროულად! საოცარია! მე შოკში ვარ და helping service-ს ვსაჭიროებ, მაგრამ who cares?! they’re all lying bastards! yeah!, they are!!!!

ციკლიდან: “გლობალური დაყლევება”

find out more about drugs, მცირე განცხადება!

<blockquoteერთგულ მკითხველს აუცილებლად ემახსოვრება ეს პოსტი, რომელში საუბარი მქონდა 21–ე საუკუნის ყველაზე გავრცელებულ და პრობლემატურ ავადმყოფობაზე – ნარკომანიაზე. ბუკლეტების მიღებიდან თითქმის ორი წელი, ხოლო პოსტის გამოქვეყნებიდან წელიწადზე მეტი მაინც გავიდა. დღეს, ამ პოსტში კი მსურს პატარა განცხადება გავაკეთო…

2010 წლის ივნისში ლოს ანჟელესიდან გზავნილი ჩამომივიდა. გზავნილში უფასო ბუკლეტები “truth about drugs”, დისკი და რაღაც საბუთები იყო. ადრესანტი ანტინარკოტიკული ორგანიზაცია იყო – “the foundation for a drug free world” რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ახორციელებს მოზარდების ნარკოტიკების შესახებ ინფორმირების პროგრამას. მათი მიზანია თინეიჯერებამდე რაც შეიძლება მეტი ცნობების მიტანა, რადგან დღესდღეობით, ნარკომანია ერთ–ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა და არამარტო მოზარდებში…მათი დევიზია: “the most effective weapon in the war on drugs is education” აქ არიან რეალური წამალდამოკიდებული ადამიანები, რეალური ფაქტებით. ჩვენ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ, ამისათვის ამ ვებგვერდის რეალიზაციაა მხოლოდ საჭირო. თუ იცნობთ რომელიმე წამალდამოკიდებულ ადამიანს, ძალიან გთხოვთ, გააცანით ეს გვერდი, ასევე შეგიძლიათ გამოიწეროთ უფასო ბუკლეტები, რომლებშიც დაწვრილებით არის აღწერილი ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების მოქმედების შედეგი. (ინგლისურ ენაზე)…

ახლა კი ჩემი განცხადება:

დიდი ხანია სურვილი მაქვს საქართველოშიც შევქმნათ ანტინარკოტიკული ორგანიზაცია, თუმცა ამისათვის მხოლოდ მონდომება არ კმარა. დასაწყისისთვის დაინტერესებული პირებიც აქტივობაც საკმარისი იქნება, მომავალში კი შედარებით დიდი გეგმები და მიზნები მაქვს. იმედია ყველაფერი კარგად იქნება და ჩემს გეგმას ხორცსაც შევასხამ. მანამდე კი, დაინტერსებულმა პირებმა ჩემს ელექტრონულ ფოსტაზე ან facebook pm-ში მომწერეთ.
n.burdzenidzee@gmail.com
facebook - Nino Burdzenidze
გმადლობთ ყურადღებისთვის.
ninucaelectro

old habits die, hard!

ერთთვიანი პაუზის შემდგომ საკმაოდ ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში… ყველაფერს ასე დაწვრილებით ვერ დავწერ აქ, დროის, ნერვებისა და მუზის უქონლობი გამო, მაგრამ ჯამში,ამდენი ხნის შემდეგ პირველად მივხვდი, რომ ბედნიერი ვარ….

არა, ჰომ ვიცოდი, ვიცოდი, არა მართლა ვიცოდი! დაბრუნდებოდა, ოდესმე დამიბრუნდებოდა, მაგრამ ბოლომდე თითქოს მაინც არ ვიყავი ამაში დარწმუნებული და ახლა, როცა ისევ ერთად ვართ, თავი სამოთხეში მგონია, ერთი თვე გავიდა და მგონი ისევ ეიფორიაში ვარ… რამდენიმე დღეში კი ვნახავ <3 7 days <333 არ მინდა წინასწარ ლაპარაკი ამ თემაზე (მერე ყველაფერი უკუღმა ტრიალდება ხოლმე), მაგრამ მგონი ამჯერად, ასე მარტივად და უაზროდ აღარ დამთავრდება ყველაფერი. გეგმებიც ბევრად რეალური და ორგანიზებული გვაქვს, ერთმანეთთანაც 90%–ით უფრო გულახდილები ვართ და რა თქმა უნდა, უაზრო ოცნების კოშკების აგებას აღარ ვაპირებთ. ვცხოვრობთ დღევანდელი დღით და ვტკებით იმით, რაც გვაქვს. ასწორებს! ^^
you are my first, my last, my everything! Ti amo, Romeo! <3

გამოთბა, მეგობრებთან უფრო ხშირად ვახერხებ შეხვედრებს, თუმცა არ მყოფნის, უკვე ვატყობ :ნოდ: ზაფხული მოდის და ვაცხოველებთ ურთიერთობებს! <3333 ჰოო, მეგობრებზე გამახსენდა მართლა, ნიუ ფრენდ! სულ ახალთახალი! ;დ სანდრო, ჩემი კლასელი, ჰოდა არ ვიცი (მაგრად მკიდია) ვინ რას ფიქრობთ, მაგრამ მე და სანდრომ ერთმანეთს კარგად გავუგეთ და ერთ კვირაში იმაზე მეტი გავიგეთ ერთმანეთზე, ვიდრე ზოგზოგიერთთან მთელი წელი ვერ ვახერხებ… მოკლედ რა, ილაპარაკეთ, იჭორავეთ, პირშიც გვაკრიტიკეთ რამდენიც გენებოთ, მაგრამ ახლახანს აღმოვაჩინე, რომ ამ ბოლო დროს ბევრი რამ აღარ მაინტერესებს და აღარ მოქმედებს ჩემზე… აი, სხვისი აზრი (მითუმეტეს არაკომპეტენტური) მითუმეტეს.;დ ჰოდა, რაც გინდათ, ის გიქნიათ და გილაპარაკიათ. მე და სანდრო ვიყოთ კარგად, თქვენი დედაც არ…;დ ჰაჰ! :D :D

და ბოლოს, მთავარი მიზეზი, თუუ რატომ ჰქვია პოსტს ამ ლეგენდარული სიმღერის სახელი "old habits die, hard!"
new update:

საერთოდ, ამ თემაზე ლაპარაკი არ მიყვარს (ისევე როგორც პოლიტიკაზე), არ არის ეს თემა ხალხში განსახივლელი და გასარჩევი, მაგრამ ძალიან ამომივიდა ყელში ამ უაზრო ხალხის აგრეთვე უაზრო და არაადეკვატური რეაქციები და რეპლიკები, ჰოდა, იცოდეთ ერთხელ და სამუდამოდ, ეკლესიაში მივედი, მოძღვარიც მყავს, ვმარხულობ, ხვალ პირველ აღსარებას ვაბარებ და საერთოდაც, ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ცხოვრებას ვცდილობ ავუწყო ფეხი. აქვე დავსძენ, რომ მონაზვნობას არ ვაპირებ, და გპირდებით, რომ არასდროს გამოგიჭედავთ ყურებს ჩემი ეკლესიური ცხოვრების შესახებ ამებებით. ;დ ამაზე ერთგულმა მკითხველმა კი უნდა იცოდეს რა თვალსაზრისი და თეზისებიც მაქვს ჩამოყალებებული, ვინც არ იცის კი, გეტყვით (არ მეზარება): მთელი ცხოვრება რელიგიაზე მაქვს შემდეგი შეხედულება: “არა დაძალება არს რელიგიაში”. ჰოდა, ასე… ვსო საკმარისია დღეს…

9–ში ოფთალმოლოგთან მივდივარ, 3 თვე გადის. ვნახოთ, რა შედეგი მაქვს…..
წარმატებები, თავო ჩემო :) )

მუდამ თქვენი, იდიოტი <3

ყურადღება!

ვისაც პოეზია გიყვართ, გადადით ამ ლინკზე
https://apps.facebook.com/306336972763103/?page=item&id=36&doc_id=83319039
და წაიკითხეთ იოსებ შეყილაძის ლექსი. დარწმუნებული ვარ ძალიან მოგეწონებათ და თუკი ასე მოხდა ლაიქიც არ დაიშუროთ, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ხმა ამ კონკურსში. მადლობა ყურადღებისთვის.

:) ))

Happy 17th!

27 თებერვალს 17 წლის შევიქენ და ამ დღესთან დაკავშირებით გადავწყვიტე მეგობრების წრეში ე.წ. “ტუსოვკა”, “ფართი” ან სულაც უბრალოდ, წვეულების მაგვარი რაღაც გადამეხადა, რადგან დიდი ხანია აღარ მქონია ამ დღის აღნიშვნის სურვილი. წელს, მე თვითონაც მიკვირდა საკუთარი მოტივაციის და დაბადების დღის მოახლოების პირდაპირპროპორციული დადებითი ემოციები და მოლოდინი. არ ვიცი, ვერ გეტყვით, რატომ, წინა წლებში ჩემი დაბადების დღის ხსენებაც კი გულს მირევდა, მეზარებოდა, მარტო მინდოდა ვყოფილიყავი და არავის შევეწუხებინე, შეიძლება “ასაკის ბრალია”, დეპრესიის ან რა ვიცი, კიდევ რა აღარ. ვბერდები ალბათ მედოს მეგობრებმა დამაინსპირირეს, არ ვიცი, ვერ გეტყვით.. არადა, პირიქით არ უნდა იყოს?;დ 17 წელი სახუმარო ასაკი ხომ აღარაა.. ^^ წელს სულ სხვა მუხტით ვიყავი განწყობილი და თურმე ყველაფერიც განწყობაზე და შემართებაზეა დამოკიდებული. ყველაფერი არაჩვეულებრივად წარიმართა და მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, წელს ამაზე მმაგარი ჩემს ცხოვრებაში, ნუ ჯერჯერობით მაინც არაფერი ყოფილა… <3

დღე ასე დაიწყო..

მივდივარ სკოლაში, ვაკაკუნებ კლასის კარზე, არავინ მიღებს, ცოტა ხანი ვიცდი, თან ვაკაკუნებ, ისევ სიჩუმე… რამდენიმე წუთის შემდგომ კარს მიღებენ (ალილუია!) და ვხვდები ბუშტების, საყვირების, ტორტების, სანთლების, მისალოცი პლაკატების, მილოცვითი შეძახილების შთამბეჭდავ სამყაროში.. მერე მილოცვები, ჩახუტება, კოცნა, თბილი ღიმილი, ისევ მილოცვები, ტელეფონი არ ჩერდება მთელი დღე… კიდევ ერთხელ მილოცვები, საჩუქრები, მასწავლებლების "საჩუქრები" ;დ, და ა.შ. მთელი დღის განმვალობაში.

მოგვიანებით….

როგორც იქნა, მთავრდება სკოლა, მივდივარ სახლში დადებითი ემოციებით გადატვირთული, ვაღებ სახლის კარს, ისევ სტუმრები, მეგობრები, საჩუქრები (რაც ჩემთვის ვგრძნობ, რომ მეათეხარისხოვანია, მაგრამ მაინც მიხარია ;დ), ისევ მილოცვები…. ტელეფონი ისევ ხმაურობს.. ოჰ, როგორ მიყვარს ეს დღე.. <3<3

4 საათისთვის დღის ყველაზე ტკილი ნაწილი დგება, მეგობრები !!!!!

მოლოცვები, სითბო, სიყვარული, მეგობრობა, ალკოჰოლი, სადღეგრძელოები, მეშვიდე სკოლა, ნოსტალგია, თბილი მოგონებების გახსენება, ბიჭების ჩველი იუმორი, გათიშვა, ცეკვა, სიმღერა, თავზე "გადასხმა" და რაც მთავარია სიყვარული !! დანარჩენს თქვენით მიხვდებით, აი აქ
ბონუსად კი




მიყვარხართ!

ციკლიდან: “ბოდვები”

ღმერთო, რა უიღბლო ვარ, ნეტა, ოდესმე ამ ნაწერებს ხუმრობით თუ შევხედავ და ბავშვურ გართობად, გატაცებად აღვიქვამ… ნეტა, შემეძლოს, ნეტა შემეძლოს… Mother of god, ეს ყველაფერი ჩემ თავს რატომ ხდება?! რატომ მაინცდამაინც მე?! ვინ ვარ მე, საერთოდ, რა მინდა?! სად ვარ, რას ვეძებ? რატომ მინდა შავ ღრუბლების უკიდეგანო მასაში სპეტაკი გრძნობების დანახვა?! რატომ ვცდილობ ერთიდაიგივეს ასე ჯიუტად?! რატომ ვერ ვსწავლობ ჭკუას? ეს ხომ სისულეა, ღმერთო! სრული სისულელე! დორის ფუჭი ფლანგვა! ირეალურია! წარმოუდგენელია, არ არსებობს და ვერც იარსებებს ვერასოდეს, იმიტომ რომ ამ გრძნობის წარმატებულობის თუნდაც მცირე შანსის ქონა იგივეა, რაც გრავიტაციის კანონის დარღვევა, არ რომი კოლიზეუმის და პიზა დახრილი კოშკის გარეშე… ეს სიყვარული (რა მძიმედ წარმოსათქმელია ეს სიტყვა) უჟანგბადოდ სუნთქვის ტოლფასია, მაგრამ ამ ჟანგბადის სუნთქვაცრომ აღარ შემიძლია და სამარადჟამო ვაკუუმი მირჩევნია მის გარეშე ცხოვრებას?! რა ვქნა?! რა გავაკეთო, რით ვუშველო თავს?! როგორ მოვერიო ამ გრძნობას?! საერთოდაც… რა მინდა ამ პლანეტაზე, რატომ დავიბადე, ღმერთო, რა მინდა, ვინ ვარ?!

პირადი დღიურიდან – 31.12.2011

ბევრი ფულის პლუსები და მინუსები

დღევანდელ დღეს, როცა ადამიანთა და მათთან ურთიერთობის საზომ ერთეულად მატერეალური კაპიტალია მიღებული (რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია, მაგრამ რას ვიზამ, ეს მე არ მომიგონია და დამიმკვიდრებია, რომ წამში დავამსხვრიო ეს სტერეოტიპები) ფულს, როგორც მატერეალურ პლუსს, ფუფუნების და კომფორტის ასპროცენტიან გარანტიას, ადამიანთა ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს. ფულით ყიდულობენ ყველაფერს : კომფორტს, კეთილდღეობას, მოგზაურობას, განათლებას, სასახლეებს, სილამაზეს, ახალგაზრდობას.. მოკლედ, ყველაფერს, რაზეც ხელი მიუწვდებათ და არ მიუწვდებათ. ერთადერთი, რასაც ფულით ვერასოდეს იყიდი, სულ რომ ბილ გეიტსი, მარკ ცუკერბერგი ან განსვენებული სტივ ჯობსი იყო – სიყვარული, მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტი სიყვარულია, რომელიც მიუხედავად გაუფასურებისა, იმ ამაზრზენი განუკითხაობისა, რომელიც დღესდღეობით ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება და რომელზე საუბარიც დღევანდელი პოსტის თითქმის მთავარი თემა იქნება, მაინც დარწმუნებული ვარ, რომ – არსებობს! ცალმხრივი, უიღბლო, პლატონური.. მაგრამ მაინც, მაინც არსებობს. არაერთგზის იდიოტის როლში აღმოჩენი შემდეგ ადამიანთა მოდგმაზე საკმაოდ ნეგატიური დამოკიდებულება და უნდობლობა ჩამომიყალიბდა. სკეპტიკა კი დღეს უკვე ჩემი ნიშაა, თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცების მაინც და ჯერ კიდევ მჯერა, ოღონდ.. სწორედ, ამ გარემოების გამო ბავშვურად ვარ დარწმუნებული, რომ ნამდვილ, ჰუმანურ გრძნობებზე Sale-ის ფუნქცია არ ვრცელდება და ფერადი კუპიურებიც კი უძლურია მის წინაშე.

მინდა, რამდენიმე შემთხვევა განვიხილო, რომელზე დაყრდნობითაც თამამად ვიტყვი, რომ ფულს უარყოფითი თვისებები უფრო ბლომად აქვს, ვიდრე დადებითი, მაშ ასე:

1.სიხარბე, დაუკმაყოფილებლობა – „მინდა, მინდა, კიდევ უფრო მეტი მინდა…“

ზოგადად, ყველასათვის ცნობილი აქსიომაა, რომ ადამიანის ქვეცნობიერი ოდითგანვე მკაცრად არის მიდრეკილი ევოლუციისაკენ. იგი, ყოველთვის უფრო წინ ისწრაფვის ვიდრე ხელის სწვდება. ამ თვისების გამო გქვია დღეს – ჰომოსაპიენსები. ეს მეცნიერულად, თუმცა ეთიკურ–მორალურ ფასეულობებზეც იგივე მექანიზმი მოქმედებს. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ რაც მეტი გვაქვს, უფრო მეტი გვინდება და არასოდეს ვკმაყოფილდებით მიღებული შედეგით?! შეიძლება, შემომედავოთ, რომ მე არასაკმარისად პროგრესულად და კაპიტალისტურად ვაზროვნებ, რომ კომუნისტი ბავშვი ვარ, რომ ამ ლოგიკით ვერასოდეს მივაღწევ წარმატებას, რომ ა.შ და ა.შ. მაგრამ აქვე მინდა დავსძინო, რომ ჩემზე მეტად დასავლური ტრადიციები შემოტანა და დანერგვა ქვეყანაში არავის სურს და კომუნიზმთან შეიძლება ჩემზე უარყოფითი დამოკიდებულება არავის არ აქვს. უბრალოდ, ამ შემთხვევაში „უფრო მეტისკენ სწრაფვას“ და „ბევრი ფულის შოვნის“ დაუცხრომელ სურვილს განვიხილავ, როგორც სიხარბის, გაუმაძღრობის და დაუკმაყოფილებლობის ყველაზე მკაფიო გამოვლინებას და არა როგორც, ქვეყნის განვითარების ერთ–ერთ ყველაზე პრიორიტეტულ აპარატს. სიხარბე ბევრი ფულის ერთ–ერთი უარყოფითი თანმხლები თვისებაა..

2.ნარცისიზმი, ე.წ. „ვარსკვლავური ავადმყოფობა“

შეგინიშნავთ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ძალიან უბრალო და უშუალო ადამიანები, რომლებიც დანარჩენი საზოგადოების მიმართ კეთილგანწყობილად და ნაკლები სიყალბის გარეშე ურთიერთობენ? ასეთ ადამიანთა კატეგორია ძირითადად (არავითარ შემთხვევაში 100%) ის ჩვეულებრივი ადამიანები შეადგენენ, რომლებიც ყოველდღე გხვდებიან ქუჩაში, საზოგადოებრვი ტრანსპორტში, მაღაზიაშებში, საავადმყოფოებში, ბანკებში, თეატრებში და ა.შ და ა.შ. ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან და შეიძლება „ხელფასზეც ცხოვრობენ“, სამაგიეროდ, საარსებო თანხას პატიოსნად და ყოველგვარი აფიორების გარეშე გამოიმუშავებენ. ისინი საზოგადოების ე.წ. „საშუალო ფენის“ წარმომადგენლები არიან და მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, ძარღვებშიც ბევრად თბილი სისხლი უჩქეფთ, ვიდრე „მდიდარი მამიკოების“ შვილებს,, რომლებიც დაბადებიდან სასახლეებში იზრდებიან, აზრზე არ არიან, რა არის გაჭირვება, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვთ და თითქმის დარწმუნებულებიც არიან, რომ მთელი სამყარო მათ გარშემო ბრუნავს! არასოდეს არ „მაზავენ“ ქალაქში მოწყობილ არცერთ „ივენთს“. საზოგადოებაში ყოველთვის გრაციოზული ჩაცმულობით და ექსტრავაგანტური ვარცხნილობებით ჩნდებიან, საუბრის და ქცევი რაღაც განმაცვიფრებელ ტექნელოგიას ფლობენ (თლიფინი, რბილი „ლ“, მაგარი „ლ“, მაღალფარდოვანი სიტყვები და მილიონი სხვა მანევრი), მოკლედ, მთი სნობურ–ცხვირაწეული გამოყურებდობით ძალიან ადვილად იცნობთ, თუკი სადმე შეგხვდებიან. ჰოო, უმთავრესი დამავიწყდა, თუ ზემოთხსენებული ნიშნების მქონე პერსონას გადააწყდით და ეჭვი გაგიჩნდათ, რომ ის სწორედ „ისაა“, მაშინ ვარაუდი ერთი გულწრფელი ღიმილით და კეთილგანწყობილი მისალმებით გადაამოწმეთ, თუ საპასუხო რეაქციად მხოლოდ ე.წ. „სწერვა“ მზერა და ერთი–ორი უხეში სიტყვა მიიღეთ, მაშინ ის სწორედ „ისაა“ და მინდა გითხრათ, მასთან მეგობრობის არანაირი შანსი არ გაქვთ, თუ საწყის ეტაპზე, ჯიბეში რამდენიმე ტკიცინა ასდოლარიანი არ მოგეძევებათ.


“მდიდარი და ღარიბი”

3.სიყალბე, მოჩვენებითი „მეგობრები“ და მერკანტილისტური ურთიერთობები

ბევრ ფულს ხშირად, მეგობრების დიდი არმიაც ახლავს ხოლმე თავს. ეს ის შემთხვევაა, როცა აღარ იცი ამდენ ფულს რა მოუხერხო, „ერთგული მეგობრები“ კი ყოველთვის მზად არიან დახმარება გაგიწიონ. ორი მეგობარი მყავს, ჩემი ასაკის ბიჭები, რომლებზეც ჭკუა მეკეტება და მათ გამო არაფერზე ვარ უკან დამხევი, მართლა კარგი ადამიანები არიან, მაგრამ არც ისინი არიან უნიკალურები და გააჩნიათ ერთი ფრიად უარყოფითი თვისება, ძველებურად – ვერცხლისმოყვარეობა. ამას წინათ, ერთ გოგოზე მიყვებოდნენ, რომელსაც თურმე ვერცერთი ვერ იტანს და მიუხედავად ამისა, მაინც აპირებენ მასთან მოჩვენებითი მეგობრული ურთიერთობის გაბმას. ვკითხე, რატომ მეთქი. ერთ–ერთმა იცით, რა მიპასუხა? – „ბევრი ხელის ჭუჭყი აქვს და უნდა განვბანოთო“.. რა თქმა უნდა ნახევრად ხუმრობის ინტონაციით, მაგრამ ზუსტად ვიცი, ამის გამკეთებლები არიან, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ „შური იძიონ“ სნობ გოგონაზე და პარალელურად თვითონაც რაღაც „მოგება“ ნახონ. ასე, რომ გამოჩნდა „ხელის ჭუჭყის“ კიდევ ერთი უარყოფით თვისება – ყალბი და მერკანტილისტური ხასიათის ურთიერთობები. კიდევ კარგი, ფული მხოლოდ იმდენი მაბადია, რომ ელემენტარულ ცხოვრებას ფეხი ავუბა და შიმშილით არ მოვკვდე, თორემ მილიონერი რომ ვყოფილიყავი, წარმოგიდგენიათ? იქნებ, ჩემთანაც მხოლოდ გამორჩენის მიზნით ემეგობრათ..! არაა, ამას კი ნამდვილად ვერ გადავიტანდი.!…

რადგან, ბევრი ფულის მინუსებზე ისედაც ბევრი ითქვა, შევეცდები მინუმუმამდე დაიყვანო და რამდენიმე პლუსიც ვუპოვო, თორემ ძალიან პესიმისტურ–სკეპტიკური პოსტი გამოვიდა და მგონი, იმის ილუზიაც კი შეგიქმენით, რომ ფული მხოლოდ ბოროტი მიზენების განსახორციელებელი ფიზიკური საშუალებაა და არაფერი გააჩნია ქმედითი, სასიკეთო… თუ ასე ფიქრობთ, მაშინ ძალიან დიდ შეცდომაში შემიყვანიხართ. მიუხედავად ზემოთჩამოთვლილი კატეგორიებისა და სტერეოტიპებისა, დღესაც კი არსებობენ ადამიანები (ვიტყოდი, ნამდვილი ადამიანები), რომლებიც ფულს ბევრად რაციონალურად იყენებენ, იხდენენ და უხდენენ ოცნებებს მათ, ვისაც ამის შესაძებლობა არ აქვთ. არ ეყრებათ „ვარსკვლავური სენი“, არიან უშუალოები, მეგობრულები, თავმდაბლები და ყველა ასპექტით განსხვავებულნი ცივსისხლიან სნობებისაგან…

ჰიპები გაიხსენეთ.. გასული საუკუნის 60–70იანი წლები მთლიანად მათი აღზევების ეპოქა იყო… და რა იყო მათი პროტესტის მიზანი, ვინ წარმოადგენდა ჰიპური „დაჯგუფების“ ძირითად ნაწილს? დიახ! ისინი მდიდარი ოჯახების შვილები იყვნენ, ძალიან ახალგაზრდა ხალხი, რომლებმაც უარი თქვეს ამ ფუფუნებაზე, რადგან უარყოფდნენ უსამართლობის ხარჯზე მოპოვებულ სიმდიდრეში ცხოვრებას და ქუჩაში დაიდეს სამუდამოდ ბინა. მათ უბრალოდ ვერ შეძლეს კომფორტში ცხოვრება, მაშინ როცა მსოფლიოში ომი იყო და მილიონობით ადამიანს ელემენტარული საკვების საყიდელი ფული არ გააჩნდა… დიახ, დიახ! ნამდვილად ყოფილა პრეცედენტი, როცა წარჩინებულ ოჯახთა შვილები სულაც არ ყოფილან სნობები და პირიქით, კიდეც უარყოფდნენ ასეთ ცხოვრებას….

ჰიპები

ფულის დახარჯვის ყველაზე სასიკეთო, დადებით და ქმედითი გზა – მისი ფილანტრიპულად გამოყენება მიმაჩნია. მიხარია, რომ დღეს არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი შემოსავლის უდიდეს ნაწილს ქველმოქმედებას ახმარენ და მეამაყება, რომ ერთ–ერთი ასეთი ფილანტროპი ქართველებსაც გვყავს პაატა ბურჭულაძის სახით. მისმა ფონდმა „იავნანამ“ უამრავი ბავშვი დაუბრუნა ოჯახს, რა შეიძლება ამაზე სასიკეთო გააკეთო?!თუნდაც მაიკლ ჯექსონის „Heal The World” რად ღირს!! მისი სიკვდილის შემდგომაც რომ ფუნქციონირებ, როგორც მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი საველმოქმედო ფონდი.. ასეთი ადამიანები ნამდვილად არიან ღირსნი ჰქონდეთ ფული, ბევრი ფული, რომ მრავალი კეთილი საქმიანობის განხორციელებას დაუდონ საფუძველი, სხვებსაც მისცენ მაგალითი და აღუძრან ქველმოქმედების ჩადენის სურვილი, ამინ!

Michael Jackson – “Heal The World”

P.S: ინსპირაცია: ეკონომიკის მასწავლებელი
დაწერილია: 31.01.2012 ეკონომიკის დავალებისთვის. :)

ჩემი ცხოვრების მიზანი

“ცხოვრება მოკლეა… წარმოუდგენლად სწრაფად გადის დრო და ჩემთვის, როგორც მოკვდავი ადამიანისთვის, ყოველი წუთი, ყოველი წამი ფრიად მნიშვნელოვანია. არ მინდა, ისე გამირბინოს ცხვირწინ ცხოვრებამ, რომ სიკვდილის წინ, იმედგაცრუების საშინელმა გრძნობამ შემიპყროს და სანანებელი გამიხდეს წარსულში დაშვებული თითოეული შეცდომა და გამოუყენებელი შანსი. ამიტომ ვცდილობ, “ჩემი დრო” მაქსიმალურად რაციონალურად გამოვიყენო და ბარე უკვე სამი-ოთხი წელია საკუთარი ცხოვრების მიზნებზე და საშუალებებზე დავიწყე ფიქრი.

ალბათ, 16 წელი უკვე საკმარისი ასაკია იმისთვის, რომ ზუსტად თუ არა, დაახლოებით მაინც გქონდეს წარმოდგენილი საკუთარი მომავალი და გააზრებული გქონდეს საკუთარი მიზნების რაობა. მე, პირადად უკვე ჩამოვყალიბდი, თუ რა მსურს ამ ცხოვრებისგან, რისკენ მივილტვი, რა არის ჩემი ცხოვრების მიზანი. გამაჩნია საკუთარი აზრი, ამბიციები, მიზნები და პრეტენზიები, რისთვისაც ვფიქრობ, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემს ძალებს არ აღემატება. ის კი, რაც ჩემს ძალებს აღემატება, რამდენიმე პიროვნული პრინციპია და ასე გამოიყურება გრაფიკულად:

პუნქტი #1: ვერ მოვკლავ ადამიანს.
პუნქტი #2: ვერ ავიღებ ქრთამს და ვერ ვიქნები კორუმპირებული ადამიანი.
პუნქტი #3: ვერ ვიქურდებ.
პუნქტი #4: ვერ ავაწყობს საკუთარ ბედნიერებას და კეთილდღეობას სხვისი უბედურების ხარჯზე.

რაც შეეხება, კონკრეტულად ჩემი ცხოვრების მიზანს (მიზნებს), იგი უშუალოდ პირდაპირ კავშირშია პროფესიულ საქმიანობებში წინსვლასთან, ბედნიერ პირად ცხოვრებასთან და საკმარისი კაპიტალის დაგროვებასთან, მომავალში მისი (მატერელაური კაპიტალის) ფილანტროპული საქმიანობებისთვის გამოყენების მიზნით. როგორც ხედავთ, ჩემი ცხოვრების მიზანი, იგივე ჩემი მოწოდების პოვნის სურვილი სამი ძირითადი კრიტერიუმისაგან შედგება და რომელიმე მათგანზე უარის თქმის შემთხვევაში ჩემი მოწოდება სრულყოფილი ვერ იქნება, ამიტომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ჩემს ოცნებას ფრთები შევასხა და ყველაფერი გავაკეთო მისი რეალობად ქცევის მიზნით.

ყოველთვის ჩემი ინტერესის სფეროში შედიოდა და მიზიდავდა სოციალური მედია, მარკეტინგი და ადამიანის ფსიქოლოგია. ეს დღემდე ასეა. ალბათ ჩემი მომავალი პროფესიაც ამ სამი სპეციალობის რიგებს შორის უნდა ვეძიოთ. ერთნაირი წარმატებით გამომდის მედია-კრიტიკაც და ფსიქოლოგიური უნარჩვევების გამომუშავებაც. მარკეტინგი კი, ისეთი სფეროა, რომელიც ყველაფერს “ედება”, ყოველთვის, ყველგან საჭიროა და ყველა პროფესიაში უჭირავს საკმაოდ დიდი როლი. ჩემი აზრით, კი ადამიანმა იმაზე უნდა იოცნებოს, რაც მოსწონს, რაც გამოსდის და აინტერესებს. ისეთი მიზანი უნდა დაისახოს, რომლის შესრულების იმედი სულ ცოტათი მაინც აქვს… უნდა აკეთოს ის საქმე, რომელიც მას სიამოვნებას ანიჭებს. ჩემთვის წარმატებული პროფესიული საქმიანობა ცხოვრებაში ერთ-ერთი მთავარი მიზანია.

გარდა პროფესიისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ცხოვრებაში პირადი ურთიერთობები და ოჯახი, რომებლსაც ალბათ ვერანაირი სხვა დასახული მიზანი და ასრულებული ოცნება ვერ შეედრება. ამიტომ “ჩემი ცხოვრების მიზნების” ნუსხაში პირად ცხოვრებას და თბილ, ოჯახურ იდილიას საკმაოდ პრიორიტეტული ადგილი უჭირავს.

მესამე პუნქტი კი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ოცნების დონეზე უფროა, ვიდრე ამბიციის, მაინც დიდი იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან ამისრულდება და მე მივაღწევ იმას, რომ ოდესმე საკმარისად მატერეალურად უზრუნველყოფილი აღმოვჩნდე, რომ საკუთარი საქველმოქმედო ფონდი დავაარსო და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს და უნარშეზღუდულ საზოგადოების ნაწილს ყოველდღიური ყოფა ცოტათი მაინც შევუმსუბუქო. დიახ! მე ეს ნამდვილად მინდა და ნამდვილად შევეცდები ამ ოცნების განხორციელებას!!!

ჩემი ცხოვრების მიზანი ერთი შეხედვით, მარტივი ფორმულით გამოისახება, მაგრამ ისიც ღრმად მაქვს გაცნობიერებული, რომ ეს ყოველივე ჯერჯერობით მხოლოდ “მიზნის” სტატუსით სარგებლობს და დიდი შრომის ჩადება მომიწევს მის ფრთებ-შესასხმელად. ამისთვის მზად ვარ და უკვე დავიწყე მსოფლიოში საკუთარი თავის დასამკვიდრებლად ბრძოლა.. ბრძოლა… ძალიან ნეგატიური სიტყვაა, განცხადება კი ალბათ ზედმეტად ხმამაღალი. მაგრამ ჩემი მხრიდან, მე მაინც მაქსიმალურად შევეცდები ჩემი მიზნებისკენ მთელი ძალების მიმართვას და ენერგიას არ დავზოგავ საკუთარი მოწოდების პოვნისათვის. ვიმეორებ, გავაკეთებ ყველაფერს რაც ძალმიძს, თუმცა სულაც არ ვთვლი, რომ წარმატების მისაღწევად “მიზანი ამართლებს საშუალებას”…..

პ.ს. ეს არის სასკოლო–საკონკურსო თემა, დაწერილი ჩემს მიერ კონკურსისათვის ”ჩემი ცხოვრების მიზანი” ,. კონკურსი განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში განხორციელდა და მისი მიზანი იყო მოსწავლეებს, როგორც ამ ქვეყნის სრულუფლებიან მოქალაქეებს, კიდევ ერთხელ გაეაზრებიათ და ჩამოეყალიბებინათ საკუთარი ცხოვრების მიზანი.

2012-ის დასაწყისი

პირველ იანვარს დაწერილი პოსტის შემდეგ დღემდე არაფერი დამიწერია და ცოტა არ იყოს სინდის-ნამუსმა შემაწუხა, მითუმეტეს წლევანდელ ახალი წელი ბევრად უფრო საინტერესო და მრავალმხრივ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, წინა წლებთან შედარებით. ჰოდა გადავწყვიტე, დღეს მოკლედ მოგითხროთ, როგორ დაიწყო ჩემთვის 2012 წელი, მივყვეთ ქრონოლოგიურად. (უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს ზოგიერთი უმნიშვნელო ფაქტი და დღე გამოვტოვო ან ერთ წინადადებაში გავაერთიანო).

1 იანვარი, ახალი წელი.

თავის ტკივილი მაღვიძებს და საშინელ ნაბახუსევზე ვარ შემდეგ მთელი დღე. დილით მოდიან მეკვლეები, შუადღემდე სვამენ, მამა ალკოჰოლს მაძალებს, მაგრამ არ შემიძლია და ხელებს საცოდავად ვასავსავებ ყოველ შემოთავაზებაზე. ბიძაჩემი მირჩევს: “კლინ კლინამ ვიბივაიუტ” და ღვინით სავსე ჭიქას მაწვდის, უარს ვამბობ და გულისრევის საშინელი შეგრძნებით ოთახს ვტოვებ. დღის განმავლობაში არაფერს ვაკეთებ, გარდა კითხვისა. საღამოს 10 საათზე ვიძინებ.

2 იანვარი, ბედობა.

ძველი სულელური დოგმის თანახმად რასაც ორ იანვარს გააკეთებ, შემდგომ მთელი წელი დაგებედება და მომავალი წლის ყველაზე ხშირი ქმედება სწორად ამ დღეს “დაბედებული” რაღაცები იქნება. რა თქმა უნდა, არ მჯერა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად და მაიკოს თხოვნის შედეგად გადავწყვიტეთ, რომ ყველაზე კარგი რამ, რაც კი ამ დღეს შეიძლება დაიბედო – მეგობრობა, ძმობა, მეობა და სიყვარულია. :დ ჰოდა, შევიყარეთ ძველი “სასტავი” (მაიკო, ლევანი, ლუკა, მე და კიდევ ერთია – ბაჩი, მაგრამ რაში გაინტერესებთ ეგ) და “ხინკლის სახლში” წავედით. მათთან გატარებული დრო ყოველთვის დადებითი ემოციებით მმუხტავს და შემდეგ დიდი ხანი მიმყვება ხოლმე. გავერთეთ, ვჭამეთ, ვსვით, ვიბოდიალეთ სად აღარ, ვიცინეთ, ვიკაიფეთ ათას დებილობაზე (როგორც ყოველთვის) და ერთმანეთიც მთელი წლით “დავიბედეთ”! ჩვენ ერთად ვართ მთავარია, მერე რა რომ ზამთარია!

3-8 იანვარი. რუსთავი.

3-ში აბსოლუტურად დაუგეგმავად და სპონტანურად მე და ჩემი და ავიბარგეთ, დავიბარგეთ და გეზი რუსთავისაკენ ავიღეთ. მართალია იქ მხოლოდ ხუთი დღე დავყავით და არც ისე აქტიური უიქენდები მოვიწყვეთ, მაგრამ წინა წლისგან განსხვავებით, ეს “რუსთავული არდადეგები” შედგა და საკმაოდ წარმატებულადაც. ჩასვლის დღეს, აღმოჩნდა, რომ სალო და მიშაც აპირებდნენ რუსთავში ჩამოსვლას და ამ ფაქტმა ერთი-ორად საინტერესო და ამაღელვებელი გახადა ჩვენი იქ ყოფნა, მართალია ვატოსთანაც კარგად ვპოულობ უკვე საერთო ენას, გაიზარდა, აღარ ბავშვობს, მაგრამ სალოს იქ ყოფნამ უფრო მეტად შემივსო მისი არ ყოფნით გამოწვეული დანაკლისი და ბუნებრივია, არდადეგებიც ბევრად კარგი გამოვიდა. ჯოკერი, კომპიუტერი, ტელევიზორი, წიგნები და ნამიოკობანა (და მისსი მსგავსი სხვა თამაშები) იყო ჩვენი ყოველდღიური გასართობი, ამას გარდა რამდენიმეჯერ გარეთ გასვლაც ვიკადრე და ერთხელ ვინანე კიდეც. პატარა კურიოზი ამასთან დაკავშირებით: შობას, ვატომ მე და მედო რაღაც კონცერტზე დაგვპატიჟა, რუსთავის მერიის წინ უნდა გამართულიყო და ჩვენც დაუფიქრებლად დავთანხმდით. ჩვენი ბინა ზედ რუსთავის შესასვლელშია, კონცერტი კი ხიდის გადაღმა იმართებოდა, მაგრამ აღმჩნდა, რომ მე და მედოს რუსთავის გზები კარგად სულაც არ გვცოდნია და ავიჩემეთ, გინდა თუ არა ფეხით წავიდეთო. ჰოდა, წავედით და ვაი იმ წასვლას… ვატო გზადაგზა კი გვეკითხებოდა, ხომ არ დაიღალეთ, იქნებ ტრანსპორტით განვაგრძოთ გზაო, მაგრამ არაო, გავჯიქდით და კაი ჩიტიც დავიჭირეთ. ;დ რამდენიმე ერთეული ქუჩა, ათობით სატრანსპორტო გაჩერება, ამდენივე კაფე, რესტორანი, სუპერმარკეტი და სხვადასხვა საზოგადოებრივი დაწესებულება, ორი ხიდი, ჯამში 5 კილომეტრი ფეხით და დაკარგული 1 საათი და 44 წუთი! შედეგი: 10 წლამდე ასაკის ბავშვებზე გათვლილი ბასტი ბუბუს საბავშვო კონცერტი ღია ცის ქვეშ! ნუ არ ვიცი, ამაზე კიდევ თუ შეიძლება რაიმე კომენტარის გაკეთება. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ამ ინციდენტის რეზულტატი იყო ვატოს მეგობარ “გლახუნას” გაცნობა, დაკლებული რამდენიმე კილოგრამი და ჩემი ედვარდ მუნკისებური შეშფოთებული სახე:

9 იანვარი

როგორც იქნა ოფთალმოლოგთან მისვლის დროს დადგა და მე – ფეხებაკანკალებული, დაკნინებული, შეშინებული და ყოვლად გაპარტახებული მივჩანჩალებ დანიშნულების ადგილისაკენ. პერიოდულად დედაჩემი უკან-უკან იხედება და აჩქარებას მთხოვს. ბურჭულაძის რომელიღაც მოთხრობაში (მგონი “პასიური დარტყმა”) ადრე წაკითხული ფაქტი კიდევ უფრო მიმძაფრებს შიშს და უკვე ვოცნებობ სახლში დროულად მისვლაზე. თურმე როცა ბინძური ჰარი თვალის ექიმთან მივიდა, იმ უდღეურმა თუკი რამ მეტალის იარაღები ჰქონდა, ყველაფერი თვალში შეულაგა და დიდხანს, დიდხანს უჩხრიკავდა “შიგნეულს”. ეს რომ წარმოვიდგინე, ერთი პირობა ისიც ვიფიქრე, ეხლა მოვტყდები მეთქი აქედან, მაგრამ გვიანი იყო, მე უკვე ოფთალმოლოგის წინ, რბილ სავარძელში ვიჯექი და არც ექიმი აპირებდა ჩემს თვალში იარაღებით ჩხრეკას, თითქოს. არასოდეს აქამდე არ მქონია თვალთან დაკავშირებული პრობლემები, არც გენეტიკურად მაქვს რაიმე მისი მსგავსი, ამიტომ ცოტა დამშვიდებული ვიჯექი, სახიფათო და სერიოზული არაფერი იქნება მეთქი. 45 წუთიანი პროცედურების, ჩემი გუგების აბსოლუტური გაფართოების და სრული “დაბრმავების” შემდეგ ქალბატონმა მარიკამ ასეთი დიაგნოზი დამისვა, რომ მე მხოლოდ 60%-იანი მხედველობა მაქვს, რომ არანაირი სპაზმი აქ არაფერ შუაშია, რომ თურმე ახლომხედველი ვარ, რომ ძალიან ბევრი აკრძალვები მექნება დღეიდან და მინუსერთიანი სათვალე გამომიწერა, რომელიც იქვე დაამზადეს და არც მეტი, არც ნაკლები – ეგრევე არ გამიკეთეს ბიჭო?! და შემდეგი ვიზიტი, შემოწმების მიზნით 3 თვის შემდგომ დამინიშნა. აი ასე, მარტივად, მომილოცეთ, აჩკარიკა ვარ! :|


10-14 იანვარი. ძველით ახალი წელი.

ეს დღეები ძირითადად მეგობრების გარემოცვაში გავატარე და ნასინგ ფერსონალ… თითქმის ყოველდღე ვნახულობდი მაიკოს და ბიჭებსაც. 14ში სამებაში ვიყავით მაიკო, ლუკა, ნუცა და მე. მე პირობითად გავყევი, მათთან მინდოდა ყოფნა და იმიტომ. საბოლოო ჯამში მაინც მშვენიერი დღე იყო და კმაყოფილი დავრჩი.

15 იანვარი. ძველით ბედობა.

რა უნდა დამებედებინა ძველით ბედობის ამ უაღრესად მნიშვნელოვან დღეს თუ არა სწავლა, სწავლა და სწავლა და გამყინვარება, როგორც ყოფილი მეშვიდ სკოლელს შეეფერება?! დილით ცხრა საათზე 32-ე საჯარო სკოლაში უნდა გამევლო რეგისტრაცია ქართულის ოლიმპიადისათვის. ჩემდა საუბედუროდ, არც თამუნა წამოვიდა (ხონიდან მაგის გამო ხო არ ჩამოვიდოდა -_-), არც რომელიმე ჩემი სხვა კლასელი და 3 საათის განმავლობაში სრულიად გაყინულ და ციმბირული ტიპის კლასში თავაუღებლად მომიწია 2 თემის წერა. შარშანდელი ფორმატი სენარჩუნებული იყო და პირველი – არგუმენტირებული ესე ტექსტის (პროზა, პოეზია, არჩევითი იყო) მიხედვით, ხოლო მეორე – თავისუფალი თემა “ხალხი და ხელისუფლება” იყო.. ეს უკანაკნელი განსაკუთრებით მომეწონა და ერთი-ორი მწარე სიტყვაც ჩავაკერე ჩემებურად. :ტროლლფაცე: საბოლოო ჯამში, ძალიან კმაყოფილი ვარ ორივე თემის, მიუხედავად იმ სიცივისა, რომლის შედეგად სხეულის ყველა ნაწილი გამეყინა და თითების გარდა ვერაფერს ვგრძნობდი, იმასაც იმიტომ, რომ ოსაათნახევარი არ გამიჩერებია. მოკლედ ამაზე ფბ-ზეც გავაკეთე კომენტარი და იმედი მაქვს ვინმეს მივაწვდენ ხმას, იმიტომ რომ ნამდვილად არათანაბარ პირობებში იყო ჩატარებული ოლიმპიადა და ამაზე კიდევ ცალკე “მივუძღვნი” პოსტს განათლების სამინისტროს, აუცილებლად. ძალიან მინდა შემდეგ ეტაპზე გადასვლა და მიუხედავად იმისა, რომ გადასვლის შანსი ძალიან მცირეა (კონკურენცია ძალიან მაღალია, შედეგები კი შედარებითია), ცოტათი მაინც მაქვს იმედი, სხვა შემთხვევაში მონაწილეობას არ მივიღებდი. ეს დღეც მოვკალით.

16 იანვარი. დღეს.

არაფერი არ გამიკეთებია კითხვის გარდა, ამიტომ მაპატიეთ, ერთი სტრიქონიც არ გამოდის დღევანდელი დღის რეზიუმე.

მომავალ პოსტამდე,
ნინუცაელექტრო

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 35 other followers